ფაკულტეტები

ბიზნესი და ტექნოლოგიები

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. ფაკულტეტზე სწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. მოგვეხსენება, რომ ბიზნესი და მითუმეტეს, ტექნოლოგიები წარმოადგენს მუდმივად მზარდ და პროგრესულ სფეროებს, შესაბამისად ფაკულტეტი ფეხს უწყობს თანამედროვე ტენდენციებს სფეროში მოწინავე ისეთ ორგანიზაციებთან თნამშრომლობით, როგორიცაა Harvard Business Publishing. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას იძლევა სტუდენტებმა ისწავლონ თანამედროვე ბიზნეს-ქეისებით და კომპიუტერული სიმულაციებით, რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ამასთან, ფაკულტეტი თანამშრომლობს Chartered Institute of Marketing-თან, რომელიც მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს. 

ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი არის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებას.

ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აქტიურად მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა Erasmus+ პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ საზღვარგარეთ.

ფაკულტეტი ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გამყარებას ადგლობრივ  და უცხოელ პარტნიორებთან.

გააზიარე გვერდი: