ევროპის უნივერსიტეტში კანადელი პროფესორი საჯარო ლექციებს წაიკითხავს

2019 წლის 25 -26 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტში, კანადელი პროფესორი - აკბარ მანოუსი საჯარო ლექციებს  გამართავს და თავის გამოცდილებას სტუდენტებს გაუზიარებს.

 

თემები

25 იანვარი, 12:00 საათი: უმაღლესი განათლების (კოლეჯებისა და უნივერსიტეტების) შედარებითი ანალიზი ტრადიციულ განვითარებად ქვეყნებში დასავლეთის განვითარებულ საზოგადოებასთან შედარებით, მსგავსება და განსხვავება.

26 იანვარი, 12:00 საათი: რა შეიძლება შესთავაზოს კანადამ საქართველოს? (ბიზნესი და საინვესტიციო შესაძლებლობები და პოტენციალები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ნავთობისა და გაზის, მაღალტექნოლოგიური ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და მედიცინის,  უმაღლესი განათლებისა და გამოყენებითი მენეჯმენტის საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში).

დასწრება თავისუფალია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

მისამართი: გურამიშვილის 76. ევროპის უნივერსიტეტი, I კორპუსი, სართული 5, დარბაზი 506.

აკბარ მანოუსი -კანადის უმაღლესი  განათლების კორპორაციის პრეზიდენტი, საგანმანათლებო კონსულტატი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების პროგრამებს ბიზნესში, მენეჯმენტში და აღმასრულებელ მენეჯმენტში.

გააზიარე გვერდი: