ევექსის წარმომადგენლები სტუდენტებს სტიპენდიისა და სადაზღვევო პროგრამის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ

2018 წლის 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე,  სამედიცინო კორპორაცია ევექსის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრის ფარგლებში, ევექსის წარმომადგენლები სტუდენტებს სტიპენდიის და სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პროგრამების პირობებს გააცნობენ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე ჩაერთონ პროგრამაში.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი სტუდენტებს სიმბოლურად ბრენდირებულ საჩუქრებს გადასცემს.

  • შეხვედრის ადგილი: აუდიტორია 506, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, გურამიშვილის გამზ. 76. 
გააზიარე გვერდი: