საჯარო სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ამერიკელი პროკურორი უფასო სპეც-კურსს ჩაატარებს

2018 წლის 5-16 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამხრეთ კაროლინას (აშშ) მოქმედი პროკურორი (წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში) უილიამ ვოტკინსი ჩაატარებს სპეც-კურსებს საერთაშორისო სისხლის სამართალსა და აშშ-ს საკონსტიტუციო სამართალში. კურსი სრულიად უფასოა და მასზე დარეგისტრირება ნებისმიერი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ გამოგზავნილი აპლიკაციების გადარჩევის გზით.

  • კურსის ხანგძლივობა: 2018 წლის 5 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 1 ნოემბერი.
  • სამუშაო ენა: ინგლისური (სავალდებულოა B1 დონე)
  • კურსის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაიცემა ამერიკული მხარის სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბილ ვატკინსის ავტორობითაა გამოცემული ცნობილი წიგნი - „ამერიკის დამოუკიდებლობის აღდგენა - კენკუტისა და ვირჯინიის რეზოლუციები და მათი მემკვიდრეობა“. ის ასევე არის ოკლანდის (აშშ, კალიფორნია) დამოუკიდებელი ინსტიტუტის მკვლევარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს იოსებ კელენჯერიძეს:

  • ტელ: 2 000 171 (116)
  • ელ-ფოსტა: ikelenjeridze@esu.edu.ge

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!