ევროპის უნივერსიტეტი გეგმავს უფასო სამდღიან ტრენინგს საგრანტო განაცხადის მომზადებაში

2018 წლის 31 მაისს, 1-ელ და 2 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტი გეგმავს უფასო სამდღიან ტრენინგს საგრანტო განაცხადის მომზადებაში EU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ტრენინგს უხელმძღვანელებენ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ნათია ჯოჯუა და ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - ირინე სახელაშვილი.

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ პირებს პროექტის დიზაინისა და საპროექტო წინადადების მომზადებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებაში. მონაწილეები გაეცნობიან პროექტის კონცეფციას, პროექტის ჩარჩოს და შემადგენელ ნაწილებს, განიხილავენ ლოგიკურ ჩარჩოს (the logical framework approach, LFA), რომლის მიხედვითაც უმეტესი დონორი ორგანიზაცია პროექტის აგებას ითხოვს.  

კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება პრაქტიკული სამუშაოები, ასევე, განხილული იქნება წარმატებული პროექტები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ საპროექტო იდეაზე. ტრენინგზე სამუშაო ენა ქართულია, გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

 

ტრენინგის მოდული მოიცავს შემდეგ თემებს:
  • პროექტის დიზაინის საბაზისო პრინციპები
  • პროექტის ლოგიკური ჩარჩო -  LFA
  • საპროექტო წინადადების მომზადება

 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
  • პროექტის დაგეგმვის წინა ეტაპის ანალიზს.
  • დასახონ პროექტისათვის მკაფიო ამოცანები.
  • განსაზღვრონ რეალისტური შედეგები და დასახონ მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები ამ შედეგების მისაღებად.
  • განსაზღვრონ მოლოდინები, ვარაუდები და რისკების პროექტის განხორციელების პროცესში.

 

ტრენინგი განრიგი
  • 9:45 -10:00- რეგისტრაცია
  • 10:00 - 11:30 - I სესია
  • 11:30 - 12:00 coffee break
  • 12:00 - 13:00 - II სესია
  • 13:00 - 14:00 - Lunch
  • 14:00 - 15:30 - III სესია
  • 15:30 - 16:00 - coffee break
  • 16:00 - 17: 00 - IV სესია

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად სულ 15 მონაწილე შეირჩევა. მსურველებს სასურველია ჰქონდეთ საპროექტო იდეა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ და გამოგვიგზავნოთ თქვენი საპროექტო იდეის მოკლე აღწერა (მაქს. 300 სიტყვა) 2018 წლის 20 მაისამდე შემდეგ ელფოსტაზე: qualitiservice@eu.edu.ge. შერჩეულ კანდიდატებს აუცილებლად დავუკავშირდებით.

გააზიარე გვერდი: