17 მაისს ბილტმორ თბილისში კონფერენცია სახელწოდებით "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები" გაიმართება

2018 წლის 17 მაისს, ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისა და სამართლის სპეციალისტების მონაწილეობით, ბილტმორ თბილისში გაიმართება (10:00 - 17:00) საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, განაცხადის შევსება შეუძლიათ:
  • ქართველ სამართალმცოდნეებს
  • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
  • პროფესორ-მასწავლებელებს
  • სამართლის სფეროს პრაქტიკოსებს

კონფერენციაზე გამოსვლისა და დასწრების მსურველებმა განაცხადი ამ ბმულზე, 10 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ. კონფერენცია ინგლისურ ენაზე გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
  • სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, იოსებ კელენჯერიძეს:

     ელ-ფოსტა: ikelenjeridze@esu.edu.ge

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ლაშა ჩახვაძეს: 

     ელ-ფოსტა: international@eu.edu.ge

მომხსენებელთა რაოდენობა შეზღუდულია. მოხსენების დრო - 10 წუთი, დისკუსია 5-7 წუთი. საუკეთესო მოხსენებები  2018 წლის შემოდგომაზე კონფერენციის მასალების კრებულში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება.

კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამართლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, 16 მაისს ქართველ სამართალმცოდნეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აშშ-დან მოწვეული მოსამართლეების გამოცდილება გაიზიარონ და დისკუსიის ფაგრლებში, პარალელელები ქართულ სამართლებრივ პრაქტიკასთან გაავლონ. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ამ ბმულზე.

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76, ევროპის უნივერსიტეტი (#506)

გააზიარე გვერდი: