28 აპრილს ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტები naec-ის იმიტირებულ გამოცდას უნარებში უფასოდ ჩააბარებენ

ევროპის უნივერსიტეტი და გამოცდების ეროვნული ცენტრი - naec აბიტურიენტებს უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობას უფასოდ სთავაზობენ. პროექტში მოსახვედრად რეგისტრაცია 2018 წლის 23 აპრილს გამოცხადდა და ამ ეტაპზე ადგილების სრული რაოდენობა (500 ადგილი) უკვე შეივსო. გამოცდა 2018 წლის 28 აპრილს ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა (თბილისი, გურამიშვილის გამზირი 76) და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსში (თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17) გაიმართება. შესაბამისი დროისა და ლოკაციის შესახებ აბიტურიენტებს შეტყობინებებს გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუგზავნის.

იმიტირებული გამოცდის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე. აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისთვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

„სანდო თანამგზავრი“ პროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ევროპის უნივერსიტეტის მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის გასაგებად  მიჰყევით ამ ბმულს.

გააზიარე გვერდი: