დეკანის მისალმება

         

  • ჩვენი მიზანია პროგრესული ცოდნის ძიება!
  • ჩვენი მისიაა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მოწინავე საგანმანათლებლო ატმოსფერის შექმნა!
  • ჩვენი ხედვაა მომავალი ინოვატორებისთვის ვიყოთ შესაძლებლობების უნივერსიტეტი  ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროში!

ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის არსის მოკლე მიმოხილვის შემდგომ მინდა მოგიწვიოთ ჩვენს ვირტუალურ სივრცეში. ერთი მხრივ, თქვენ გაეცნობით ჩვენი ორგანიზაციის აკადემიურ მხარეს, შეძლებთ დეტალურად გაეცნოთ ჩვენს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. ხოლო, მეორე მხრივ, თქვენ იხილავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდ ძალისხმევას ანდომებს უნივერსიტეტი მეცნიერულ კვლევებს, ბიზნეს საზოგადოებასთან ურთიერთობას, პრაქტიკულ კომპონენტსა და საერთაშორისო ჩართულობას. 

ჩვენ გვაქვს მდგრადი და ინოვაციური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც მორგებულია მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოზე. ჩვენი კურუკულუმების კიდევ ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ ვართ ფოკუსირებულნი თანამედროვე ტექნოლოგიების და ბიზნეს გადაწყვეტილებების ჰარმონიულ შერწყმაზე. აღნიშნული ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტს მუდმივი პროგრესისკენ, ხოლო სასწავლო პროგრამებს სტაბილური განვითარებისკენ უბიძგებს.

ჩვენ სტუდენტებს ვაყენებთ პირველ ადგილას, პატივს ვცემთ აკადემიურ ფასეულობობს, ვიცავთ აკადემიურ თავისუფლებას და ვამაყობთ იმით, რასაც ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აკეთებს. იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია ვემსახუროთ საზოგადოებას და გვყავდეს საუკეთესი სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.  

ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე პროგრამებსა და მდიდარ საუნივერსიტეტო გამოცდილებას. ჩვენ ვართ საკმარისად პატარა უნივერსიტეტი იმისთვის, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად მივაქციოთ ყურადღება. ამასთან, ჩვენ ვართ საკმარისად დიდი, რომ თქვენ შეიძინოთ მდიდარი და მულტიკულტურული გამოცდილება.

თორნიკე ხოშტარია

ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი

გააზიარე გვერდი: