საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი პროგრამები

რა შემთხვევაში შემიძლია გავხდე საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი?
  • უნდა გქონდეთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი /მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. ამასთან, ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შედეგად, უნდა შეძლოთ ევროპის უნივრსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება.
 
როგორ გავიარო ადმინისტრაციული რეგისტრაცია?
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის უნივერსიტეტის ვებსაიტზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები გამოქვეყნდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე კალენდარული დღისა.

 

როგორ გავაფორმო ხელშეკრულება თუ სრულწლოვანი/არასრულწლოვანი ვარ?
  • თუ სრულწლოვანი ხართ, ხელშეკრულებას თავად აფორმებთ, ხოლო არასრულწლოვანი პირს ხელშეკრულების გასაფორმებლად თან უნდა მშობელი/მეურვე/მშობლისგან მინდობილი პირი უნდა ახლდეს.
  • თან უნდა იქონიოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თქვენი დაბადების მოწმობა და სწავლის საფასურის ¼-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (გადახდის ქვითრის) წარდგენა.
რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ასევე სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაჟების შემთხვევაში.
  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი.
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
  • ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული ვერსია CD დისკზე.

 

როდის განხორციელდება ჩარიცხვა?
  • არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა.

 

რა მოხდება, თუ რეგისტრაციისთვის გათვალისწინებულ ვადებში არ მოგმართავთ?
  • ამ შემთხვევაში, ჩარიცხვის მოთხოვნით მომდევნო წლის პირველ ივნისამდე შეგიძლიათ მოგვმართოთ. თუმცა, ამ გზით ჩარიცხვის შემთხვევაში, თქვენ მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტს ვერ გამოიყენებთ.
 
უნდა გავიარო თუ არა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა?
  •  ინგლისური ენის ფლობის დონის განსაზღვრისა და ცოდნის შესაბამისი საფეხურის ჯგუფში მოხვედრის  მიზნით,  უნივერსიტეტი ჩაგიტარებთ უცხო ენის  გამოცდას.

 

როგორ გავიარო აკადემიური რეგისტრაცია?
  • ადმინისტრაციული რეგიისტრაციის შემდეგ, ჩვენ მიერ დადგენილ ვადებში, უნდა გაიაროთ აკადემიური რეგისტრაცია - აირჩიოთ პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები. მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური რეგისტრაციის გავლის ეტაპითვის,  წარმოადგინოთ სემესტრისთვის დადგენილი სწავლის საფასურის ½ - ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდის ქვითარი). 
  • სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, სტუდენტის მიერ რეგისტრირებული საგნის გაუქმება ან/და სტატუსის შეჩერება სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში არ ათავისუფლებს უნივერსიტეტსა და მას შორის წარმოშობილი ფინანსური ვალდე­ბულებებისაგან.

 

როგორ ვირჩევ საგნებს?

ევროპის უნივერსიტეტის სისტემაში - emis.eu.ini.ge-ში, რომლის მეშვეობითაც საგნების არჩევას შეძლებთ,  მოგენიჭებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი. თქვენი პროგრამისა და საფეხურის შესაბამისი საგნების არჩევაში, თქვენი ფაკულტეტის მენეჯერები დაგეხმარებიან.

 

რამდენია ევროპის უნივერსიტეტში სწავლის საფასური?
  • ევროპის უნივერსიტეტში საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე სწავლის საფასური 2250 ლარია.
 
როგორ გადავიხადო სწავლის საფასური?

სწავლის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ. საიდენტიფიკაციო მონაცემები:

  • შპს ევროპის უნივერსიტეტი
  • ს/კ 201 954 956

საქართველოს ბანკი:

  • GE87BG0000000347729500
  • ბანკის კოდი: BAGAGE22

თიბისი ბანკი:

  • GE44TB7819636020100003
  • ბანკის კოდი: TBCBGE22

სწავლის საფასურის გადახდა თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატითაც შეგიძლიათ.

 

 

 

გააზიარე გვერდი: