ავტორიზაცია და აკრედიტაცია

ავტორიზაცია

ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს

ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 18 იანვრის 5 გადაწყვეტილებით ევროპის უნივერსიტეტმა  5 წლის ვადით, ხელახლა მოიპოვა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 13 დეკემბრის 30 გადაწყვეტილება სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის 1 გადაწყვეტილებით ევროპიუნივერსიტეტმა 5 წლის ვადით მოიპოვა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი.

 

აკრედიტაცია

აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.

 

ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს 17 აკრედიტებულ პროგრამას:
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა
  • მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
  • დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამა
  • ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  • საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა
  • სამართლის საბაკალავრო პროგრამა
  • პროგრამირებისა და ვებდეველოპმენტის საბაკალავრო პროგრამა
  • კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების საბაკალავრო პროგრამა
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
  • ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
  • ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამა
გააზიარე გვერდი: