დეკანის მისალმება

ძვირფასო მეგობრებომოგესალმებით!

მაქვს პატივი მოგაწოდოთ  ინფორმაცია  ევროპის  უნივერსიტეტის  მედიცინის  ფაკულტეტის  შესახებ.

ჩვენი  უმთავრესი  ამოცანაამოვამზადოთ კარგი პროფესიონალები, რომლებიც თავიანთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და კომპეტენციის მეშვეობით, მზად იქნებიან მედიცინის დარგში არსებულ  გამოწვევებს სრულად უპასუხონ. საუკეთესო  პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში  თქვენ  დაგეხმარებიან  კვალიფიციური  პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო  პროგრამებიმეგობრული და კომფორტული  გარემომედიცინის ფაკულტეტისთვის  აშენებული  ახალი  სასწავლო კორპუსი, ხელმისაწვდომი ელექტრონული/ბეჭდური და მულტიმედია მასალები

ჩვენ ვაცნობიერებთ კლინიკური სწავლების მნიშვნელობას და ამიტომ სტუდენტებს უნივერსიტეტშივე ვაძლევთ ბაზისური კლინიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ვითვალისწინებთ მომავალი ექიმების გულწრფელ სურვილს, დაავადებების პრევენციისა და პაციენტების განკურნების გზით, გააუმჯობესონ ადამიანთა ცხოვრების ხარისხი და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთაღნიშნულს საფუძველი დღესვე, ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო გარემოში ჩავუყაროთ.

ჩვენი  უნივერსიტეტის  სტუდენტებისათვის  პრაქტიკის  გასავლელად საქართველოს  ყველა  წარმატებული  კლინიკის  კარი ღიაა. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია  თითოეული  სტუდენტის  ინტელექტის  გამოვლენა და გამოყენება, პიროვნული  თვისებების წინ წამოწევა და მათი ინტეგრაცია - ერთ დიდ ოჯახად  ჩამოყალიბება.

ჩვენთან მიღებული განათლებით სტუდენტები წარმატებულ მომავალს ირჩევენ!

ალლა მეტრეველი

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

გააზიარე გვერდი: